top of page

სიახლეები

25 მაისი,2023 წელი  

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

 

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი - თბილისი,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი    

 

საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.

 

1.ზურაბ ხელაძე - თავმჯდომარე                                                                                 

2.ნოდარ გოგებაშვილი - წევრი                                                                                                    

3.ილია ჭანუყვაძე - წევრი                              

 

საარჩევნო კომისიის წევრები გაეცნენ აკადემიის წევრთა მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ  საარჩევნო ბიულეტენებს,რომლებიც თან ერთვის  აღნიშნულ ოქმს.მათი გადათვლით გაირკვა,რომ აკადემიის 27 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგინა 25,0 წევრმა.ამასთან ყველა ბიულეტენი ცნობილი იქნა ვარგისიანად. მწარმოდგენილი ბიულეტენების რაოდენობა სავსებით აკმაყოფილებს არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო  ქვორუმის აუცილებელ მოთხოვნებს,რომელიც შეესაბამება აკადემიის წევრთა 2/3 და შეადგენს 18,0 წევრს.            

ბიულეტენებში არსებული ხმების დათვლისას აღმოჩნდა,რომ კონკურსში მონაწილე პიროვნებებმა მიიღეს შემდეგ რაოდენობის ხმები:                 

1.პროფესორი ლიანა კიკალიშვილი - 23,0 მომხრე და 2,0 წინააღმდეგი                          

2.პროფესორი გურამ ახალაძე - 24,0 მომხრე და 1,0 წინააღმდეგი 

3.პროფესორი ბეგლარ თავართქილაძე - 23,0  მომხრე და 3,0 წინააღმდეგი 

4.პროფესორი რეუვენ ელიგერი - 23,0  მომხრე და 3,0 წინააღმდეგი.    

 

არსებული დებულების მიხედვიუთ აკადეიის წევრად არჩევისათვის თითოეულ მათგანს უნდა მიეღო კენჭისყრაში მონაწილე პირთა 2/3 დადებით ხმა,რაც შეესაბამება 17,0 ხმას.ასე რომ კონკურსში მონაწილე თითოეული მათგანის მიერ მირებული ხმების ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია აკადემიის წევრად მათ ასარჩევად. აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებისაგან აკადემიის წევრად არჩეულნი იქნენ:     

1.პროფესორი ლიანა კიკალიშვილი                                                               

2.პროფესორი გურამ ახალაძე                                                                              

3.პროფესორი ბეგლარ თავართქილაძე       

უცხოეთის  მოქალაქეებისაგან კი აკადემიის წევრად არჩეული არის:     

1.პროფესორი რეუვენ ელიგერი

არჩევნების შედეგები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა  ამჟამად აკადემიის სტრუქტურაში შემავალ თითოეულ   წევრს.აღნიშნული აქტის  შესახებ მათ ასევე დამატებით მიეცათ ინფორმაცია  მობილური ტელეფონის მეშვეობითაც.  

 

 

პირველი მაისი,2023 წელი

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

 

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი - თბილისი,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.

1. ზურაბ ხელაძე - თავმჯდომარე                                                                                 

2. ნოდარ გოგებაშვილი - წევრი                                                                                                   

3. ილია ჭანუყვაძე - წევრი                                                  

 

საარჩევნო კომისიის წევრები გაეცნენ საარჩევნო ბიულეტენს, რომელიც თან ერთვის აღნიშნულ ოქმს. ამასთან მათ  წარედგინათ  აკადემიის წევრთა სია, რომელიც ასევე თან ერთვის აღნიშნულ ოქმს. ეს საარჩევნო ბიულეტენები  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნა ამჟამად აკადემიის სტრუქტურაში შემავალ  27-ვე წევრს. აღნიშნული აქტის  შესახებ მათ დამატებით ეცნობათ ტელეფონის მეშვეობით.

COVID-19 საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ასოცოციაციის განცხადება

 

     საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ასოცოციაციას თავის მორალურ ვალდებულებად მიაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს,რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია შესაძლებელია იმ უმძიმეს განსაცდელთა პრელუდია იყოს, რომელიც უახლოეს მომავალში ელოდება ცივილიზაციას.სახელდობრ, კლიმატის გლობალურ დათბობასთან ასოცირებული ყინულთა საფარის დნობა იმ ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის გამოთავისუფლებას გამოიწვევს,რომლებიც ამ ყინულებში მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ ჩამარხულნი და რომელთა ანტიგენური სტრუქტურის შესახებ ცოდნას ადამიანის იმუნური სისტემა არ ფლობს. შედეგად ცივილიზაციას წინ ელოდება მათ მიერ გამოწვეული მრავალი პანდემია და გლობალური კატასტროფა.ამ განსაცდელის წინააღმდეგ ბრძოლა კი მხოლოდ დედამიწაზე არსებული ყველა სახელმწიფოს გაერთიანებით და მათ მიერ ერთიანი ძალისხმევის გამოვლენით არის შესაძლებელი.ამ თვალსაზრისით კი საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს ჩვენს მიერ თბილისის სართაშორისო სიმპოზიუმის “"New Steps in Critical Chare & Catastrophe  Medicine", მუშაობის დროს  გაცხადებული “ახალი ნატოს” კონცეფცია,რომლის ერთადერთ დანიშნულებას იმ გლობალური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს,რომლის გამოც  ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე 6-7-ჯერ მეტი ადამიანია დაღუპული,ვიდრე სიბერით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით ერთად აღებული. დრო არ ითმენს, მუშაობა ”ახალი ნატოს” სახელით მონათლული ამ ორგანიზაციის შესაქმნელად დაუყონებლივ უნდა იქნეს დაწყებული. ის მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცივილიზაციას ამ გარდაუვალი განსაცდელებისგან თავის დაცვას.

 

1.03.2020

 

 

 

 

 

 

კვლევა IAP- ის წევრ აკადემიების პასუხები COVID-19– ზე

1. აკადემიის სახელი

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

2.ქვეყანა:

საქართველო 

3.საკონტაქტო პირი

ზურაბ ხელაძე,

ზვიად ხელაძე

4.საჭიროა საკონტაქტო ელ.ფოსტა:

(095)577-324797

5.პოზიცია აკადემიაში

ვიცე-პრეზიდენტი,

ახალგაზრდა აკადემიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი

6.რა არის აკადემიის კვლევისა და პოლიტიკის პრიორიტეტები COVID ეროვნულ დონეზე მოსაგვარებლად?

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კვლევის და პოლიტიკის პრიორიტეტები ეროვნულ  დონეზე არის ხელი შეუწყოს COVID-19 პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკონსულტაციო და აკადემიური დახმარება აღმოუჩინოს ამ სამუშაოებში მონაწილე სამთავრობო და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შესაბამის სტრუქტურებს.

7.რა არის  აკადემიის კვლევისა და პოლიტიკის პრიორიტეტები COVID-19 რეგიონალურ დონეზე მოსაგვარებლად?

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია მზად არის საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტთან  ერთად შესაბამისი  მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს სხვადასხვა  ქვეყნების კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის კადრების მოკლევადიანი სასწავლო-საწვრთნელი ტრენინგები,მათ შორის ტელემედიცინის,ინტერნეტ კონფერენციების და დისტანციური სწავლების სხვა მეთოდების გამოყენებით COVID-19 მიერ გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით.ასევე ინსტიტუტში შექმნილია სახელმძღვანელოები,მეთოდური რეკომენდაციები,ახალი სამკურნალო ტექნოლოგიები და სხვა საშუალებები კრიტიკულ მდგომარეობათა  მედიცინაში, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს  COVID-19 გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს.სახელდობრ,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში შედგენილია მეთოდური რეკომენდაციები,ამავე ინსტიტუტში  კონსტრუირებული ახალი სამკურნალო ტექნოლოგიების შესახებ,რომლებიც დაპატენტებულია,ანალოგი არ გააჩნიათ და შესაძლებელია გამოყენებული იყოს COVID-19 დაინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ.მოთხოვნის შემთხვევაში ეს მეთოდური რეკომენდაციები ინსტიტუტს შეუძლია საჩუქრად გადსცეს ყოველ ნაციონალურ აკადემიას.

8. როგორ შეიძლება IAP უკეთ დაეხმაროს თქვენს აკადემიას ამ მცდელობებში? 

 IAP–ს საქართველოს მიერ გამოვლენილი აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას შეუძლია ხელი შეუწყოს მეთოდოლოგიური დახმარებით,   სამუშაო შეხვედრებისა და ინტერნეტ კონფერენციების ერთობლივი ორგანიზაციით და სხვა მსგავსი ინიციატივების გამოვლენით.

9. როგორ შეიძლება IAP– მა ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით პასუხისმგებელ დაკოლექტიურ კვლევასა და ინოვაციას?

IAP-ს შეუძლია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური აკადემიების ერთობლივ კვლევას COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

10. როგორ შეიძლება IAP– მა ხელიშეუწყოს ყველასათვის ხელმისაწვდომობას COVID-19– ის ეფექტური პრევენციისა დაჩარევებისთვის? ვისთან ერთად უნდა ჩაერთოს IAP ამ პრიორიტეტების კომუნიკაციისთვის?

IAP-ს შეუძლია გააუმჯობესოს  ნაციონალური აკადემიების წვდომა მათ მიერ შესრულებული  სამუშაოების გასაცნობად,რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ნაციონალურ აკადემიების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

11. შეიცავს თუ არა თქვენს აკადემიის ვებსაიტი ვებგვერდზე COVID-19? თუ პასუხი არის დიახ, გთხოვთ, მიაწოდოთ ბმული.

 დიახ. აღნიშნულ ვებ-საიტზე განთავსებულია  საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციის,

საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობათა  მეთაურების მიმართ.

განცხადება

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,

საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციის,

საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას,საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციას და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტს თავის მორალურ ვალდებულებად მიაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია უაღრესად მძიმე განსაცდელია ცივილიზაციისათვის. რომელსაც ის ამჟამად შეუპოვრად ებრძვის.თუმცა შესაძლებელია ეს იმ უმძიმეს განსაცდელთა პრელუდია იყოს, რომელიც  მომავალშიც ელოდება ცივილიზაციას.კლიმატის გლობალურ დათბობასთან ასოცირებული ყინულთა საფარის დნობა იმ ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის გამოთავისუფლებას გამოიწვევს,რომლებიც ამ ყინულებში მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ ჩამარხულნი და რომელთა ანტიგენური სტრუქტურის შესახებ ცოდნას ადამიანის იმუნური სისტემა არ ფლობს. შედეგად ცივილიზაციას წინ ელოდება მათ მიერ გამოწვეული მრავალი პანდემია და გლობალური კატასტროფა.ამ განსაცდელის წინააღმდეგ ბრძოლა,როგორც ამჟამად არსებულის,ისე მომავალში მოსალოდნელის, შესაძლებელია  მხოლოდ ყველა სახელმწიფოს გაერთიანებით და მათ მიერ ერთიანი ძალისხმევის გამოვლენით.ამ თვალსაზრისით კი საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს ჩვენს მიერ თბილისის სართაშორისო სიმპოზიუმის “New Steps in Critical Chare & Catastrophe  Medicine" დროს  გაცხადებული ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის კონცეფცია,რომლის ერთადერთ დანიშნულებას გლობალური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს.

 დრო არ ითმენს, მუშაობა ამ ორგანიზაციის შესაქმნელად დაუყონებლივ უნდა იქნეს დაწყებული. ის მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცივილიზაციას ამ გარდაუვალი განსაცდელებისგან თავის დაცვას.

12. გთხოვთ, მიუთითოთ აგრეთვე, თუ როგორ დაეხმარეთ COVID-19 პანდემიის შესახებ სოლიდარობის შესახებ IAP– ის გლობალური მოწოდების გავრცელებას, მათ შორის სტატიების ყველა ბმულზე.

 IAP-ის მოწოდებაCOVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სოლიდარობის შესახებ გავრცელებული იყო აკადემიის წევრთა შორის,აგრეთვე საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებში,რაც მათ მიერ დადებითად იქნა აღქმული .

10.04.2020

 

 

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების  დეპარტამენტთან  არსებული მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის  ნაციონალური წევრი  საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს მოუწოდებს ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში თავი შეიკავოს ყოველგვარი სახის შეკრებებში მონაწილეობისაგან. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია თვლის,რომ  ეს რჩევა გაგებით იქნება აღქმული საქართველოს მოსახლეობის მიერ და მისი ყოველი წარმომადგენელი ამ თვალსაზრისით გადადგამს ერთადერთ სწორ ნაბიჯს. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია მადლობას უხდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანამშრომლობისათვის და  წარმატებებს  უსურვებს მათ  ყოველდღიურ  საქმიანობაში.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდუმი

15.04.2020

                                   

 

 

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

bottom of page