top of page

სიახლეები

ნოდარ გოგებაშვილი

 

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ  დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი,რომელიც ამავე დროს ამ აკადემიის ერთ ერთი დამფუძნებელიც იყო.                                                                                                                                                                                            ნოდარ გოგებაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის უმთავრეს მიმართულებას  იმუნოლოგია წარმოადგენდა.ამ  თვალსაზრისით მას შესრულებული აქვს 500-მდე სამეცნიერო ნაშრომი,რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.ასევე  ნოდარ გოგებაშვილი წლების განმალობაში აქტიურ  მონაწილეობას  ღებულობდა საქართველოში, ა.შ.შ-ში, რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში,გერმანიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში  მიმდინარე სამეცნიერო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში,რომელთა ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი ხშირ შემთხვევაში  თავად იყო.                                                             აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებულ ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.ის ასევე იყო საქართველოს კრიტიკული მედიცინის  ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამების ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე.ამასთან ნოდარ გოგებაშვილის მიერ არის შექმნილი საქართველოს იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება,რომლის პირველი პრეზიდენტიც წლების განმალობაში თავად გახლდათ,ასევე  ნოდარ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით  წარმატებით არის დაცული 157 სამეცნიერო დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატისა  და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის  ხარისხის მოსაპოვებლად.ამის გარდა ნოდარ გოგებაშვილმა  აღზარდა ახალგაზრდა  ქართველ იმუნოლოგთა  თაობები რომელთა წარმომადგენლები  დღეს წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვან   სამეცნიერო ცენტრებსა და კლინკებში. ნოდარ გოგებაშვილს მინიჭებული ჰქონდა  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.ის ასევე დაჯილდოებული იყო მრავალრიცხოვანი ორდენებითა და მედლებით.                                                                          აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი იყო უაღრესად კეთილშობილი პიროვნება და თავდადებული მეგობარი,ერთგული მეუღლე,აგრეთვე  შვილებზე და შვილიშვილებზე ნიადაგ მზრუნველი  ოჯახის უფროსი.  აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ხსოვნის არეალში,ხოლო მისი მოღვაწეობა მაგალითად იქცევა  ახალგაზრდა ექიმთა „მომდევნო  თაობებისათვის როგორც საკუთარი ხალხისთვის წარმოებული უანგარო და უმწიკვლო შრომის  საუკეთესო ნიმუში.

აკადემიკოოს ნოდარ გოგებაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ცალკეული დეტალები წარმოდგენილია შემდეგი სახით:

ნოდარ გოგებაშვილი დაიბადა 1930 წლის 2 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე; 1954 წელს კი წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურანლო  ფაკულტეტი. ის აღნიშნული ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულi იქნა მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასპირანტურაში სწავლების მიზნით.. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1958-1963 წლებში ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. ხოლო 1962 წლიდან 1996 წლამდე  მოღვაწეობდა  საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრულად ეკავა ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკის, ამავე განყოფილების ხელმძღვანელის და ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. ის 1955 წელს არჩეული იყო პ.შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის კათედრის გამგედ,ხოლო  ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ 2005 წლიდან იყო მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი. ნოდარ გოგებაშვილმა 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ~1970 წელს კი -სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ტუბერკულოზური ანთების მიმდინარეობის ჰისტოქიმიური და იმუნოლოგიური ფაქტორები” .დისერტაცვიის დაცვა მოხდა ქალაქ მოსკოვში სსრკ სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე,რომლის დროსაც . დისერტაცია აღიარებული იყო წლის საუკეთესო   ნაშრომად  და ამავე საბჭოს რეკომენდაციით გამოქვეყნებული იქნა მონოგრაფიის სახით.

ნოდარ გოგებაშვილმა  თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე შეისწავლა და დაადგინა სხივური დაავადებების დროს ბაქტერიოფაგის ცხოველქმედების კანონზომიერებანი, შემდგომ ეტაპზე ნოდარ გოგებაშვილმა  კვლევები დაიწყო  ტუბერკულოზის იმუნოლოგიაში.ამ სფეროში მან პირველმა დაახასიათა ტუბერკულოზის ანტიგენების შემცველი უჯრედული სტრუქტურები და დაადგინა მათი განაწილების დინამიკა; აგრეთვე გამოავლინა ანტისხეულების წარმოქმნის ის უჯრედული საფუძვლები და უჯრედული ტრანსფორმაციები,რომლებიც მიმდინარეობენ არა მარტო ლიმფურ ქსოვილში, არამედ ფილტვის ქსოვილშიც, აღნიშნული კვლევების  საფუძველზეც შეიქმნა ჰიპოთეზა ფილტვების, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოს შესახებ. ამგვარი მიზანდასახული კვლევების საფუძველზე   ნოდარ გოგებაშვილმა გამიჯნა ტუბერკულოზური ინფექციების მიმდინარეობის სხვადასხვა ფაზა და მოგვცა მათი იმუნოლოგიური და იმუნომორფოლოგიური ცვლილებების სრულყოფილი დახასიათება ამან მნიშვლელოვანი წვლილი შეიტანა ტუბერკულოზის იმუნოლოგიურ პრობლემების დაზუსტებას საქმეში. . ასევე საგულისხმოა  ნოდარ .გოგებაშვილის გამოკვლევები I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული ავტოიმუნური პროცესის თავისებურებების შესწავლის შესახებ ტუბერკულოზის, ფსორიაზის, პაროდონტიტის და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს.მისი ეს შრომები,რომლებშიც შესწავლილია თანამედროვე იმუნოლოგიის და ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები ,არის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობის და გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მოიხსენება სხვადასხვა ქვეყნების   დ მეცნიერთა შრომებში,.საგულისხმოა,რომ ნოდარ გოგებავილმა  გერმანიის ნაციონალური აკადემიის გამომცემლობის - Lambert Academic Publishing(LAP)აკადემიური შრომების რედაქტორის დაკვეთით შექმნა მონოგრაფია “Молекулярные, субклеточные и клеточные аспекты патогенеза пародонтита”,რომელსაც საფუძვლაფდ დაედო  ნოდარ გოგებაშვილის  ხელმძღვანელობით ნინო გოგებაშვილის და  ლალი ჯაშის მიერ სესრულებული დისერტაციების მასალები. აღნიშნულმა მონოგრაფიამ გერმანიის აკადემიური გამომცემლობის დადებითი შეფასება დაიმსახურა და .მათ მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია ,რომ აღნიშნულ მონოგრაფიაში  მოყვანილია  მონაცემები პაროდონტოლოგიაში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს იმუნური პასუხის  მოლეკულური,სუბუჯრედული და უჯრედული მექანიზმების  შესახებ.დეტალურად  არის განხილული იმუნური რეაქციების სხვადასხვა ფორმის (ფაგოციტოზი, ლიზოცინის აქტივობა, ნერწყვის ბაქტერიოციდულობა, ციტოკინები, ინტერლეიკინები, ანტისხეულების წარმოქმნა,უჯრედული რეაქციები),ურთიერთკავშირი პაროდონტში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს .ამ თვალსაზრისით სამედიცინო  ლიტერატურაში პირველად არის  განხილული პირველი ტიპის კოლაგენისადმი განვითარებული ავტოიმუნური პროცესების მექანიზმები პაროდონტის ანთების დროს და მისი კორექციის შესაძლებლობები.ასევე პირველადაა  გაანალიზებული და განზოგადოებული მასალები უჯრედთა მეტაბოლიზმზე ენდოგენური რედოქს-სისტემის გავლენის შესახებ,ამასთან მოტანილია . რეაქციული შენაერთების (ჟანგბადის, აზოტის, ლიპიდების) როლი რედოქს ჰომეოსტაზის რეგულაციაში და ანტიოქსიდანტური შენაერთების გენების ტრანსკრიპციაში, რომლებიც აკონტროლებენ იმუნურ პასუხს, პროლიფერაციას,დიფერენციაციას და სხვა  ბიოაქტიური მოლეკულების (ანტიოქსიდანტები, იმუნოაქტიურიპეპდიტები, NO-სინთეზა და ა.შ.) აქტიურობას და განაპირობებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობას პირის ღრუში.ამასთან დაკავშირებით გამომცემლობამ ნოდარ გოგებაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის გამოუცხადა მადლობა,ხოლო . წიგნი გამოცემული იქნა 2016 წლის 4 ოქტომბერს და ის შეტანილი იქნა  გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის წიგნების კკატალოგში (Https//portal.dnb.de) და გავრცელდა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ნოდარ გოგებაშვილი არის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზატორი და აქტიური  მონაწილე. მან 1991 წელს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით კონგრესის მონაწილეებს ქალაქ ბუდაპეშტში წაუკითხა ლექცია ფილტვების სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადების დროს იმუნური სისტემის ცვლილებების შესახებ. ასევე 1995 წელსმან  მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი სპორტული მედიცინის მუშაკებისათვის წაკითხული ლექციების გამო.ამასთან ნოდარ გოგებასვილმა 1993 წელს ქალაქ ვარშავაში მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის შემუშავებაში. 1994 წელს კი  მის მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა .ნოდარ გოგებაშვილი არის იმუნოლოგიური კვლევების ფუძემდებელი საქართველოში. ამ მიმართულებით ის  55 წლის განმავლობაში ეწევა სამედიცინო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია ახალგაზრდა მეცნიერ იმუნოლოგთა მრავალი თაობა და დაცულია 157 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. არის 500-მდე სამეცნიერო შრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი. 1983 წელს არჩეული იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მისი ინიციატივით 1984 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება და არჩეული იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტად. 1997 –2006 წლამდე იყო ალერგოლოგების და კლინიკური იმუნოლოგების ასოციაციის თავმჯდომარე, 2006 წლიდან ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. 1994 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად,ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და თეორიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად. იმავე წელს არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, 1995 წელს კი ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1998 ელს არჩეულ იქნა იმუნო რეაბილიტოლოგების საერთაშორისო ასოციაციის წევრად.სამეცნიერო პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის1991წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მშვიდობის განმტკიცების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის 1989 წელს დაჯილდოვებულია მშვიდობის საბჭოთა ფონდის ოქროს მედლით,1994წელს საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებათა ასოციაციის ზაზა ფანასკერტელის მედლით,1994წელს კი ღირსების ორდენით.2021 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

bottom of page